fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი დიღომი B ბლოკი

არქი საბურთალო C ბლოკი არქი ვაზისუბანი С ბლოკი არქი გლდანი 3 არქი დიღომი 2B არქი ისანი C ბლოკი არქი ვუდი დიღმის მასივში არქი ფიჭვები თამარაშვილზე არქი საბურთალო B ბლოკი არქი დიღომი 2A არქი ვაზისუბანი 2B არქი გლდანი 2 არქი ვაზისუბანი B ბლოკი არქი ისანი B ბლოკი არქი საბურთალო არქი ვაზისუბანი 2A არქი გლდანი არქი თაუერი არქი ფალიაშვილი არქი წინამძღვრიშვილი არქი ბაგები არქი მთაწმინდა არქი ნუცუბიძე არქი მუხიანი არქი მუხიანი 2 არქი ვაზისუბანი არქი ისანი A ბლოკი არქი დიღომი A ბლოკი არქი დიღომი B ბლოკი არქი დიღომი C ბლოკი არქი დიღომი D ბლოკი არქი დიღომი E ბლოკი არქი დიღომი F ბლოკი არქი დიღომი 1 არქი ბათუმი
ყველა პროექტი
არქი დიღომი B ბლოკი თბილისი, პეტრე იბერის ქ. 16
არქი დიღომი B ბლოკი

არქი დიღომი B ბლოკი

თბილისი, პეტრე იბერის ქ. 16 
მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი დიღომში
არქი დიღომის კომპლექსში, პროექტის პირველი ეტაპი A, B და C ბლოკების მშენებლობას მოიცავდა და იგი უკვე დასრულებულია. პროექტი დიდ დიღომში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლისგან მშენებლობის ხარისხით, ფასადის მოპირკეთებისას გამოყენებული საიზოლაციო მასალითა და საერთო სარგებლობის ფართების მოწყობის დონით გამოირჩევა. მშენებლობაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. აღსანიშნავია წამყვანი გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური მასალაც, რომელიც არქი დიღომის მშენებლობაშია გამოყენებული. მისი თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს, რაც გარემოს მოფრთხილებისა და ბინის გათბობა-გაგრილებაზე თანხის დაზოგვის შესაძლებლობას ქმნის. ამას გარდა, Ytong უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

არქი დიღომის ინფრასტრუქტურა მობინადრეების მოთხოვნილებებისა და სურვილების შესაბამისია. კომპანიის საკუთრებაში არსებულ 10,500 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე დახურული საცხოვრებელი კომპლექსი მოეწყობა, რომელიც 6 საცხოვრებელ შენობასა და რამდენიმე დონიან მიწისქვეშა ავტოსადგომებს გააერთიანებს. მაცხოვრებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, არქი დიღომში 3 500 კვ/მ ფართობზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა.
  • სკვერი
  • სათამაშო მოედანი
  • პარკინგი

მდებარეობა

არქი დიღომი B ბლოკი დიდი დიღმის ცენტრალურ ნაწილში, მშვიდ და მყუდრო ადგილას, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარეობს. კომპლექსიდან ჰიპერმარკეტ „გუდვილამდე“ ფეხით მხოლოდ 10 წუთის სავალია.
მდებარეობა