fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი დიღომი A ბლოკი

არქი ისანი D ბლოკი არქი დიღომი 2D არქი დიღომი 2C არქი საბურთალო C ბლოკი არქი ვაზისუბანი С ბლოკი არქი გლდანი 3 არქი დიღომი 2B არქი ისანი C ბლოკი არქი ვუდი დიღმის მასივში არქი საბურთალო B ბლოკი არქი ფიჭვები თამარაშვილზე არქი დიღომი 2A არქი ვაზისუბანი 2B არქი გლდანი 2 არქი ვაზისუბანი B ბლოკი არქი ისანი B ბლოკი არქი საბურთალო არქი ვაზისუბანი 2A არქი გლდანი არქი თაუერი არქი ფალიაშვილი არქი წინამძღვრიშვილი არქი ბაგები არქი მთაწმინდა არქი ნუცუბიძე არქი მუხიანი არქი მუხიანი 2 არქი ვაზისუბანი არქი ისანი A ბლოკი არქი დიღომი A ბლოკი არქი დიღომი B ბლოკი არქი დიღომი C ბლოკი არქი დიღომი D ბლოკი არქი დიღომი E ბლოკი არქი დიღომი F ბლოკი არქი დიღომი 1 არქი ბათუმი
ყველა პროექტი
არქი დიღომი A ბლოკი თბილისი, პეტრე იბერის ქ. 16
არქი დიღომი A ბლოკი

არქი დიღომი A ბლოკი

თბილისი, პეტრე იბერის ქ. 16 
არქი დიღომის კომპლექსი დიდ დიღომში არსებული საცხოვრებელი სახლებისგან მშენებლობის ხარისხით, ფასადის მოპირკეთებისას გამოყენებული საიზოლაციო მასალითა და საერთო სარგებლობის ფართების მოწყობის დონით გამოირჩევა. მშენებლობაში უმაღლესი ხარისხის გერმანული ბრენდის, Ytong-ის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა გამოიყენება, რომლის თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს. შესაბამისად, მესაკუთრეს საშუალება აქვს, რომ გარემოზეც იზრუნოს და გათბობა-გაგრილებაზე თანხაც დაზოგოს. ამას გარდა, Ytong უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

არქი დიღომის ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლებს კომფორტულ, მათი მოთხოვნილებებისა და სურვილების მიხედვით შექმნილ გარემოს სთავაზობს. კომპანიის საკუთრებაში არსებულ 10 500 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე დახურული კომპლექსი მოეწყობა, რომელიც 6 საცხოვრებელ შენობას გააერთიანებს. თითოეულ მათგანს რამდენიმე დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი ექნება. არქი დიღომის მობინადრეებისთვის 3 500 კვ/მ ფართობზე რეკრეაციული ზონაა გათვალისწინებული.
  • სკვერი
  • სათამაშო მოედანი
  • პარკინგი

მდებარეობა

საპროექტო ტერიტორია დიდი დიღმის ცენტრალურ ნაწილში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარეობს. ადგილი მშვიდი და მყუდროა, რაც კომპლექსს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს. აღსანიშნავია, რომ არქი დიღომიდან ჰიპერმარკეტ „გუდვილამდე“ ფეხით მხოლოდ 10 წუთის სავალია. პროექტის მიმდებარედაა პოლიციაც.
მდებარეობა