fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვირეკე

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

08/04/2020
არქიმ დევნილთა დასახლებას საკვები პროდუქტები და ჰიგიენური ნივთები გადასცა

დღეს არქი დევნილთა დასახლება „უშბას“ ესტუმრა და 90 დევნილ ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური და სანიტარული ნივთები გადასცა. მოგვიანებით კომპანიამ წერეთლის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლა და იქ მაცხოვრებელ 60მდე სოციალურად დაუცველ ოჯახსაც ანალოგიური ნაკრები დაურიგა.  არქის ინიციატივას კომპანია „ჯეო სეიფთი” გამოეხმაურა და უსასყიდლოდ ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები ორივე დასახლებაში.

„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ ვაგრძელებთ. ამჯერად ჩვენ ვესტუმრეთ დევნილთა დასახლებებს და 150 ოჯახს საჭირო პროდუქცია გადავეცით, როგორებიცაა, ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ახლა განსკუთრებით სჭირდებათ და გვინდა ყველა კომპანიას მოვუწოდოთ, შემოგვიერთდნენ და ერთად გავაგრძელოთ მსგავსი აქტივობები. მადლობა კომპანია „ჯეო სეიფთი”-ს, რომელიც ჩაერთო ჩვენ ინიციატივაში და უსასყიდლოდ ჩაატარა დეზინფექცია ორივე შენობაში. - ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.

არქიმ განაცხადა, რომ კომპანია კორონავირუსის წინააღმდეგ 300 000 ლარს გამოყოფს. სწორედ ამ ინიციატივის ერთერთი აქტივობაა დევნილთა დასახლებებისთვის საჭირო პროდუქტისა და ნივთების გადაცემა.

არქი მერიის ინიციატივას შეუერთდა და 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს გადასცა საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები. არქიმ თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჭირო ინვენტარი აჩუქა, ხოლო ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა.  კომპანიის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავათ კომპანიის ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილსა და კუთვნის ხელფასს.

არქიმ დევნილთა დასახლებას საკვები პროდუქტები და ჰიგიენური ნივთები გადასცა
10/04/2020 არქიმ სასწრაფო დახმარების პერსონალს 1 500 ცალი რესპირატორი გადასცა 07/04/2020 სპეციალური შეთავაზება არქი დიღომი 2-ის ბინებზე!