fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
ქარ ENG РУС
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

18/10/2019
არქიმ ისრაელში ქართული სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა

დეველოპერულმა კომპანია არქიმ, კამპანიის #არქელებიზრუნავენ ფარგლებში, ისრაელში ქართული სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა.
ქართველი ემიგრანტების ხვედრი უცხო ქვეყნებში მძიმეა. მათ უწევთ შეებრძოლონ უამრავ გაჭირვებას, უსამართლობასა თუ მონატრებას ოჯახისა და საქართველოსი, რომლის დატოვებაც მოუწიათ. საკვირაო სკოლები ემიგრაციაში წასული ქართველებისთვის იმ მოგონებებისა და ცოდნის ნავსაყუდელს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს უკავშირდება.
არქი ჩვენს ემიგრანტებს ყოველთვის მაქსიმალურად უწყობს ხელს. საკვირაო სკოლის გარემონტება ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოდან წასული იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც  ბავშვები ჰყავთ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს საქმე პოზიტიური ცვლილებების მომტანი იქნება ჩვენი ემიგრანტებისთვის.
არქი თავისი მოგების 5 %-ს სოციალურ პასუხისმგებლობას ახმარს. ეს ეხება ქველმოქმედებას, სპორტის განვითარებასა თუ გარემოს დაცვას.

არქიმ ისრაელში ქართული სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა
15/11/2019 დიდი ფასდაკლება არქი ნუცუბიძეზე! 16/10/2019 არქის საჩუქარი არქელებს!