fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

23/03/2020
არქიმ ინფექციური საავადმყოფოს პერსონალს 20 000 ლარი გადასცა

დღეს არქისა და ინფექციურ საავადმყოფოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც კომპანია 20 000 ლარს გადარიცხავს საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში.

„ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა აქტივობებს კორონავირუსთან ბრძოლაში წვლილის შესატანად. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სამედიცინო სფეროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ახლა თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის,“ - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

არქი მოუწოდებს კერძო სექტორს, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევის დაძლევაში. 

„მადლობას ვუხდით კომპანია “არქის” გვერდით დგომისთვის და ჩვენი სამედიცინო პერსონალის დაფასებისთვის. კერძო სექტორის ჩართულობა და თითოეული მსგავსი ტიპის დახმარება მნიშვნელოვანია იმ დიდი საქმისთვის, რასაც კორონავირუსის დამარცხება ჰქვია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და აუცილებლობის გარეშე არ გავიდნენ სახლიდან“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

არქიმ რამოდენიმე დღის წინ გადასცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს 500 ყუთი სამედიცინო ხელთათმანი, დიდი რაოდენობით სადეზინფექციო ხსნარი და სხვა საჭირო ინვენტარი, ხოლო დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში გადარიცხა თანხა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეულობით ათას ლარს გამოყოფენ და ეტაპობრივად არაერთ აქტივობას განახორციელებენ, რათა დაეხმარონ სახელწიფოს კორონავირუსთან ბრძოლაში.

გუშინ კომპანიამ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც არქის ყველა თანამშრომელი უკლებლივ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებსა და ხელფასს, მიუხედავად შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა.

არქის ყველა სამშენებლო ობიექტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება და ყველა პროექტის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა მობინადრეებს დათქმულ ვადაში ჩაბარდეთ ბინები. მშენებლობებზე დაცულია სანიტარული და უსაფრთხოების ზომები და თითოეული თანამშრომელი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ეკიპირებით.

არქიმ ინფექციური საავადმყოფოს პერსონალს 20 000 ლარი გადასცა
25/03/2020 არქიმ 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულს საკვები პროდუქტები გადასცა 21/03/2020 კრიზისის მიუხედავად არქის ყველა თანამშრომელი ხელფასს სრულად შეინარჩუნებს!