fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
ქარ ENG РУС
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

05/04/2019
არქის ახალი ოფისი და გალერია ფილარმონიაში გაიხსნა!

ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“-ს ოფისი და გალერია თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის პირველ სართულზე გაიხსნა. 700კვ.მ-ის ფართობზე განთავსებული სივრცე სრულად მორგებულია მომხმარებლების სურვილებს, რათა თითოეულმა არქელმა და მომხმარებელმა კომფორტულად იგრძნოს თავი.

თანამედროვე დიზაინის კონცეფციაზე არქისთან ერთად არქიტექტურულმა სტუდიამ „MUA” იმუშავა.

ოფისის გახსნასთან ერთად დეველოპერულმა კომპანიამ „არქი“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის #არქელებიზრუნავენ ფარგლებში მორიგი კონტრიბუცია განახორციელა და „ბერი ანდრიას ფონდს“ 25 000 ლარი გადასცა ბედნიერების სახლის მშენებლობისთვის.

არქის ოფისი და გალერია ფილარმონიის შენობაში კომპანიის რიგით მეორე სივრცეა მომხმარებლებთან შესახვედრად. პირველი ოფისი ვაკეში, ყიფშიძის N15-შია განთავსებული. დღეიდან კი მომხმარებელს საშუალება ექნება არქის გალერიას ახალ მისამართზე, ფილარმონიის შენობის პირველ სართულზე ესტუმროს.

არქის ახალი ოფისი და გალერია ფილარმონიაში გაიხსნა!
08/04/2019 დიდი ფასდაკლების დღე არქი საბურთალო C ბლოკში! 06/03/2019 ფასდაკლება მხოლოდ ემიგრანტებისთვის!