fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

14/05/2019 _ სამშენებლო მასალები

იტონგი - არქის ბინებში გამოყენებული მრავალფუნქციური სამშენებლო მასალა

არქი ბინების მშენებლობისას უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მასალა გერმანული ბრენდის Ytong-ის სამშენებლო ბლოკია.  Ytong-ი 2013 წელს საუკუნის ბრენდად დასახელდა და ის წარმატებულად გამოიყენება მშენებლობისას. რა არის მისი უპირატესობები?

Ytong-ის მთავარი მახასიათებელი თბოგამტარობაა. მას დაახლოებით 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს, ვიდრე ჩვეულებრივ ბეტონის ბლოკს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ Ytong-ის ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას და თქვენთვის სასურველ კლიმატს უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე,  შენობის გათბობისა თუ გაგრილებისთვის 40 %-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. ენერგოეფექტური ბლოკი დაგეხმარებათ ენერგია მაქსიმალურად დაზოგოთ - ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული ხარჯები შეამციროთ, ზაფხულში კი კონდიციონერის გარეშე სასიამოვნო სიგრილე შეინარჩუნოთ.

 

ბოლო დროს ხანძრების რაოდენობის მზარდი სტატისტიკა შეინიშნება. ბუნებრივია, მობინადრეებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ მათი ბინა ხანძარს უმკლავდებოდეს. Ytong-ის ბლოკი კი ზუსტადაც ცეცხლგამძლეა. მასალა არ იწვის და ბლოკი ხანძარს 4 საათის განმავლობაში უძლებს. ეს კი სამშენებლო მასალების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლადაა მიღებული. ცეცხლის ზემოქმედებისას ბლოკი არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და აალებად წვეთებს.

 

გარდა ხანძარგამძლეობისა და ენერგოეფექტურობისა, Ytong-ის ბლოკი მსუბუქია, რაც კონსტრუქციის აგების სახსრების დაზოგვას განაპირობებს. მისი სიმსუბუქე სიძლიერეს განაპირობებს: ბლოკი გამოირჩევა უმაღლესი ტვირთგამძლეობის უნარით. ასევე სიმსუბუქე ქმნის მაღალი უსაფრთხოების გარანტს, როდესაც საქმე მიწისძვრას ეხება.

 

საცხოვრებელ ფართში ადამიანს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ბინაში საჭიროა იყოს ხმის იზოლაცია. ამას კი თავს წარმატებით Ytong-ის ბლოკი ართმევს. მისგან დამზადებული მყარი კედელი ხმის შთანთქმას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ის ბინაში ტენიანობის ზომიერი დონის შენარჩუნებას ახერხებს. ამით კი ოთახში კომფორტული და ჯანსაღი კლიმატი მიიღწევა.

 

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, Ytong-ის აირბეტონის სიმსუბუქე ხელს უწყობს სამშენებლო მოედანზე მის სწრაფ დაყენებას. ის შეიძლება დაიხერხოს ან გაიბურღოს ჩვეულებრივი იარაღების გამოყენებით. ასევე ის შეიძლება დაიჭრას ნებისმიერი ფორმით ან კუთხით. შემდგომში კი მას ნებისმიერი სახის სამშენებლო მასალებში გამოიყენებენ.

 

თუ გარემოს დაცვითაც ხართ დაინტერესებული, გახსოვდეთ, რომ Ytong-ის ბლოკი ჭეშმარიტად ეკოლოგიურად სუფთა და არატოქსიკური სამშენებლო მასალაა. ასევე შესაძლებელია მისი გადამუშავება და შემდგომ წარმოების პროცესში დაბრუნება.