fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

14/05/2019 _ ინტერიერი

მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები

ბინის შეძენის დროს პირველი რამ, რაც თავში გვიტრიალებს მისი ღირებულება და შეძენის მოსახერხებელი პირობებია. არქიში ვზრუნავთ, რომ ჩვენი გადახდის მეთოდები თითოეულ მომხმარებელზე მაქსიმალურად იყოს მორგებული.

 

არქის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ როდესაც თქვენ ჩვენს კომპანიაში გადაწყვეტთ ბინის შეძენას, პირველადი შენატანის გადახდა არ მოგეთხოვებათ. ეს კი ნებისმიერი მომავალი მობინადრისთვის საოცნებო პირობაა. ასევე თუ თქვენ არქის საცხოვრებელ კომპლექში ბინას პროექტის დასრულებამდე შეიძენთ, შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლებთ.

 

უძრავი ქონების ყიდვის დროს, ახალგაზრდა თუ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ბანკებთან ურთიერთობა საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. დამტკიცდება თუ არა იპოთეკური სესხი,  რამდენად მაღალი იქნება პროცენტი, - თუ ახლანდელ გამკაცრებულ საბანკო რეგულაციებსაც გავითვალისწინებთ, ეს ფაქტორები ხშირ შემთხვევაში ბინის პოტენციურ მყიდველს აფერხებს. არის შემთხვევები, როდესაც ბანკი მომხმარებელს სესხს არ აძლევს, ამიტომ არქი გთავაზობთ, ისარგებლოთ 12-წლიანი განვადებით და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენ ეს შემოსავლების დადასტურების გარეშე შეგეძლებათ. რაც დაგჭირდებათ, მხოლოდ და მხოლოდ, პირადობის მოწმობაა.