fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

18/06/2019 _ ინტერიერი

არქის ინოვაცია - პრემიუმ კარკასის პროექტები

არქი თავის მობინადრეებს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს - ეს არის პრემიუმ კარკასით შესრულებული პროექტები, რომლებიც ყველა მაცხოვრებელს ბინებში გადასვლის პროცესს გაუმარტივებს. რა არის პრემიუმ კარკასი? არსებობს კარკასის სამი ტიპი: თეთრი, შავი და მწვანე. არქის პრემიუმ კარკასი მწვანე კარკასის ალტერნატიული ვარიანტია.

 

 

პრემიუმ კარკასი რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს აერთიანებს. ერთ-ერთი ეს არის მოჭიმული იატაკი, რომელიც თავისი უნივერსალურობით და ხარისხით გამოირჩევა. ასევე პრემიუმ კარკასი მოიცავს იზოთაბაშირით გალესილ კედლებს, შესასვლელ რკინის კარს, რომელიც ცეცხლგამძლეობით გამოირჩევა, აივანზე დაგებულ კერამოგრანიტის ფილებს, ელექტროობის გამართულ ქსელს, გათბობის მილებს, მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარას და დაბალემისიურ მინებს. რას გულისხმობს ეს უკანასკნელი? ეს არის ენერგოეფექტური მინა, რომელიც 30 %-ით ამცირებს თბოგამტარობას. ეს დაგეხმარებათ, რომ ზამთარსა და ზაფხულში გათბობასთან და გაგრილებასთან დაკავშირებული ხარჯები შეამციროთ. პრემიუმ კარკასის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იტონგის ბლოკია, რომელიც თავისი ენერგოეფექტურობით და ცეცხლგამძლეობით გამოირჩევა. იტონგის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ - იტონგი - არქის ბინებში გამოყენებული მრავალფუნქციური სამშენებლო მასალა

 

მომხმარებელს პრემიუმ კარკასით ბინების ყიდვა არქი ჯგუფის ახალ პროექტებში შეეძლება, ესენია, არქი ვუდი დიღმის მასივში,  არქი საბურთალო, არქი ვაზისუბანი 2 და სხვა მშენებარე პროექტები. შეიძინოთ არქის ბინები პრემიუმ კარკასით ნიშნავს იმას, რომ დაზოგოთ დრო, თანხა და ენერგია.