fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

18/06/2019 _ ინტერიერი

არქი ქარდი და სპეციალური ფასდაკლებები არქელებისთვის

ბინის შეძენისას ბევრი დეტალის გათვალისწინება გვიწევს. ეს, პირველ რიგში, სამშენებლო კომპანიის არჩევაა, რომელიც იმ პირობებს შემოგვთავაზებს, რაც ჩვენთვის, ყოველ მხრივ, მისაღები იქნება. არქი თქვენს მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ჩვენ გთავაზობთ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც საუკეთესო ადგილას მდებარეობს, ჩვენი ბინები ყოველთვის დაგეგმილ ვადებში შენდება, ხოლო უკვე აშენებულ სახლებს პრემიუმ კარკასით გაბარებთ, რაც რემონტის ხარჯებს შეგიმცირებთ. რათა ბინის მოწყობის პროცესი მთლიანად დასრულდეს და ის  ზუსტად თქვენს გემოვნებას და მოთხოვნებს შეესაბამებოდეს, უნდა შეიძინოთ ავეჯი, ტექნიკა და მცენარეები. მიუხედავად იმისა, რომ სათქმელად ეს ყველაფერი სირთულეს არ წარმოადგენს,  ხარისხიანი და გამძლე ნივთების შეძენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ არქი თავის მობინადრეებს არქი ქარდს სთავაზობს, რომელიც წარმოადგენს ლოიალურობის ბარათს და ჩვენს ნებისმიერ პროექტში ბინის შეძენისას გადმოგეცემათ.  არქი ქარდის ყველა მფლობელი პარტნიორ კომპანიებთან ბარათის წარდგენისას სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ფასდაკლებებით ისარგებლებს.

 

 

არქის ერთ-ერთი პარტნიორი კომპანია ახალი ნათებაა, რომელიც მაღაზიის პროდუქციაზე 15 %-იან ფასდაკლებას გთავაზობთ, ხოლო თუ 10 000 ლარის და მეტი ოდენობის პროდუქციას შეიძენთ, თქვენ 20 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ. 20 %-იანი ფასდაკლება აქვს ავეჯის კომპანია “Comforter”-ს. მაღაზიაში 12 სხვადასხვა ბრენდის მუდმივად განახლებადი 4,000-მდე სახეობის პროდუქციაა წარმოდგენილი. გლობალური საცალო სავაჭრო ქსელი იუსკი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი პოპულარული ავეჯის სახლია საქართველოში, არქის მობინადრეებს მაღაზიაში არსებულ პროდუქციაზე 20 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს.  41-წლიანი გამოცდილების მქონე ავეჯის მაღაზია ENZA HOME მატრასების მაძიებელი არქელებისთვის 20 %-იან ფასდაკლებას აწესებს.  

 

თუ შპალერის, საფარდე სისტემების, კერამიკის, განათების და აქსესუარების ყიდვით ხართ დაინტერესებული, “Room Design“-ში 20 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. 10 %-იანი ფასდაკლება აქვს კაფელის სახლს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის კერამიკული ფილები, კერამო გრანიტები, საშხაპე კაბინები, ონკანები თუ  გათბობა კონდიცირების სისტემები. თუ არქი თამარაშვილზე აპირებთ ბინის შეძენას, რომელიც ჭკვიანი სახლის სისტემით არის აღჭურვილი, SMARTER.GE გთავაზობთ ჭკვიანი სახლის ტექნიკის მონტაჟს როგორც რემონტამდე, ასევე რემონტის შემდეგ.

 

ხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა თანამედროვე სახლისთვის აუცილებლად შესაძენ ნივთებში შედის. ელიტ ელექტრონიქსი არქის მაცხოვრებლებს ტექნიკაზე 20 %-მდე ფასდაკლებას სთავაზობს, ალტა ოქეი კი - 15 %-მდე.