fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

არქი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. კომპანია თავდაპირველად დაკავებული იყო საინვესტიციო საქმიანობით, თუმცა 2008 წლის სექტემბრიდან დეველოპერული მიმართულების განვითარება დაიწყო.

დღეს, არქი ითვლის 17 დასრულებულ პროექტს თბილისის მასშტაბით, 14 მიმდინარე მშენებლობას თბილისში და 1 დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსს ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ საცხოვრებელ სახლებს, მორგებულს ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში. თუ თქვენ გსურთ გქონდეთ აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ეზო სტადიონებითა და სათამაშო მოედნებით, ან საბავშვო ბაღი და სკოლა თქვენივე სახლის ეზოში, ამ ყველაფერს არქი თქვენთვის ქმნის.

ექსპერტების გუნდი მუდმივად ზრუნავს, რომ შეარჩიოს საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალები, აკონტროლონ მშენებლობის მიმდინარეობა და შეგიქმნან ევროპული სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურა. არქის ყველა მშენებლობა ხორციელდება ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის მასალებით. 

არქის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა პროექტი ბარდება დაგეგმილ ვადებში.

არქი დეველოპმენტი

არქის მთავარი მიმართულება საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაა.
დღეისათვის კომპანია ითვლის 18 დასრულებულ პროექტს, საერთო სამშენებლო ფართით 280,000 კვ.მ. და ჯამში ჩაბარებული 3,000-მდე ბინით, 1 კომერციული პროექტით და 2 სასტუმროთი.
რაც შეეხება არქის მიმდინარე სამშენებლო პროექტების რაოდენობას, ამჟამად ხორციელდება 14 პროექტი, რომელთა საერთო სამშენებლო ფართია 190,000 კვ.მ. ხოლო ბინების რაოდენობა 2,000.

 

სასტუმროები

2010 წელს არქიმ გააფართოვა საქმიანობის დიაპაზონი და საქართველოში სასტუმროების მშენებლობა დაიწყო.

ამჟამად უკვე ფუნქციონირებს 1 ევროპული დონის სასტუმრო შოვში -„სანსეტ შოვი“ და 1 ევროპული დონის აპარტ-ოტელი კვარიათში - „სანსეტ კვარიათი“.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია არაერთი ბუტიკური და ბრენდული სასტუმროს გახსნა თბილისში, მათ შორის 1 საერთაშორისო დონის სასტუმროს გახნსა ბაკურიანში.