Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი ჯგუფი წამყვანი დეველოპერი კომპანიაა საქართვეოლოში.

იტონგი

იტონგი

არქი ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებია. კომპანია თითოეულ პროექტს გერმანული ბრენდის, YTONG®-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით ახორციელებს.
YTONG®-ი მსოფლიო ლიდერია სამშენებლო ბლოკების წარმოებაში. ბლოკის მაღალი ტექნიკური მაჩვენებლები ზრდის შენობების ექსპლუატაციის ვადას, ქმნის კომფორტულ გარემოს და ამცირებს ექსპლუატაციურ ხარჯებს. YTONG®-ი 2013 წელს გერმანიის საუკუნის ბრენდად დასახელდა. დღეს კი მის პროდუქციას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წამყვანი სამშენებლო კომპანიები იყენებენ.  
ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით YTONG®-ის ბლოკს 7–ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს (თბოიზოლაციის კოეფიციენტი 0,012 ვტ/მ2), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%–ით ნაკლები ენერგია იხარჯება.
YTONG®-ის მცირე წონა ამცირებს დაწოლას კონსტრუქციაზე, შესაბამისად აირბლოკის სიმსუბუქე განაპირობებს მაღალ უსაფრთხოების ფაქტორს სეისმური აქტივობის დროს.

YTONG®-ის ბლოკის კიდევ ერთი უპირატესობა ხანძარგამძლეობაა. ინტენსიური ცეცხლის ზემოქმედებისას ბლოკი ხანძარს   4   საათის განმავლობაში უძლებს, რაც სამშენებლო მასალების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლადაა მიჩნეული.

აღნიშნულ ბლოკსა და მის დამახასიათებელ კოეფიციენტებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ:
www.ytong.ge www.xella.com
+995 322 388 774
info@ytong.ge

Ytong Image