Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი ჯგუფი წამყვანი დეველოპერი კომპანიაა საქართვეოლოში.

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

არქი ჯგუფი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. კომპანია თავდაპირველად დაკავებული იყო საინვესტიციო საქმიანობით, თუმცა 2008 წლის სექტემბრიდან დეველოპერული მიმართულების განვითარება დაიწყო.

დღეს, არქი ჯგუფი ითვლის 15 დასრულებულ პროექტს თბილისის მასშტაბით, 14 მიმდინარე მშენებლობას თბილისში და 1 მიმდინარე საცხოვრებელ კორპუსს ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ საცხოვრებელ სახლებს, მორგებულს ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში. თუ თქვენ გსურთ გქონდეთ აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ეზო სტადიონებითა და სათამაშო მოედნებით, ან საბავშვო ბაღი და სკოლა თქვენივე სახლის ეზოში, ამ ყველაფერს არქი ჯგუფი თქვენთვის ქმნის.

ექსპერტების გუნდი მუდმივად ზრუნავს, რომ შეარჩიოს საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალები, აკონტროლონ მშენებლობის მიმდინარეობა და შეგიქმნან ევროპული სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურა. არქი ჯგუფის ყველა მშენებლობა ხორციელდება ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის მასალებით. 

არქი ჯგუფის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა პროექტი ბარდება დაგეგმილ ვადებში.

არქი დეველოპმენტი

არქი ჯგუფის მთავარი მიმართულება საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაა.
დღეისათვის კომპანია ითვლის 15 დასრულებულ პროექტს, საერთო სამშენებლო ფართით 150,000 კვ.მ. და ჯამში ჩაბარებული 2,000 ბინით, 1 კომერციული პროექტით და 2 სასტუმროთი. ესენია:

  • არქი თაუერი - ჭავჭავაძის #37-ში;
  • არქი წინამძღვრიშვილი - წინამძღვრიშვილის #113-ში;
  • არქი ბაგები - წყნეთის გზატკეცილზე #7-ში;
  • არქი ფალიაშვილი - ფალიაშვილის ქუჩაზე;
  • არქი დიღომი - 5 კორპუსი პეტრე იბერის ქუჩაზე და 1 გიორგი ბრწყინვალეზე;
  • არქი მუხიანი - მუხიანის II მკრ;
  • არქი ჯგუფის სათაო ოფისი - ყიფშიძის ქ.#15;
  • სანსეტ შოვი - სასტუმრო შოვში;
  • სანსეტ კვარიათი - აპარტოტელი კვარიათში;

რაც შეეხება არქი ჯგუფის მიმდინარე სამშენებლო პროექტების რაოდენობას, ამჟამად ხორციელდება 14 პროექტი, რომელთა საერთო სამშენებლო ფართია 170,000 კვმ. ხოლო ბინების რაოდენობა 2,500.

 

სასტუმროები

2010 წელს არქი ჯგუფმა გააფართოვა საქმიანობის დიაპაზონი და საქართველოში სასტუმროების მშენებლობა დაიწყო.

ამჟამად უკვე ფუნქციონირებს 1 ევროპული დონის სასტუმრო შოვში -„სანსეტ შოვი“ და 1 ევროპული დონის აპარტ-ოტელი კვარიათში - „სანსეტ კვარიათი“.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია არაერთი ბუტიკური და ბრენდული სასტუმროს გახსნა თბილისში, მათ შორის 1 საერთაშორისო დონის სასტუმროს გახნსა ბაკურიანში.