კომპანიის შესახებ

არქი ჯგუფი დაარსდა 2006 წელს. თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო საინვესტიციო და საკონსულტაციო საქმიანობით, 2008 წლიდან კი  აქტიურად შემოვიდა საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე; აქვს პარტნიორების ქსელი როგორც საქართველოში, ისე  მის ფარგლებს გარეთ.

არქი ჯგუფ  ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ზრუნავს მშენებლობის მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე, იყენებს მხოლოდ ენერგოეფექტურ მასალებს. კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარისხს, შეთავაზებული პირობებისა  და ჩაბარების ვადების დაცვას.

არქი ჯგუფი სამშენებლო პროექტებს  თბილისის თითქმის ყველა უბანში ახორციელებს; დედაქალაქის ცენტრალურ უბანში კი მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, მათ შორის  მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის არქი თაუერის მშენებლობა  ჭავჭავაძის გამზირზე. 

კომპანიის საკუთრებაშია უკვე გახსნილი სასტუმროების ქსელი სანსეტი: სანსეტ კვარიათი –სასტუმროს ტიპის ელიტარული აპარტამენტები კვარიათში და სანსეტ შოვი – პირველი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო რაჭის კურორტ შოვში; ძველ თბილისში  მიმდინარეობს ბუტიკის ტიპის სასტუმროს  სილვერ 39 მშენებლობა.  

კომპანიის შესახებ

არქი ჯგუფი  საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე დღეს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ამ სფეროში  საქმიანობის არეალის გაფართოებას გეგმავს. ნდობა, ლოიალურობა, საქმისადმი პროფესიული მიდგომა და პროექტების სწრაფი განხორციელება – სწორედ ეს გახლავთ ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპები. 

Company